7 შესანიშნავი სერიალი, რომელსაც დეკემბერში აუცილებლად უნდა უყუროთ

Tbilisi Daily

სერიალების მოყვარულებისთვის დეკემბერი შესანიშნავი თვეა, რადგან ეს თვე საინტერესო სიახლეებით იქნება დატვირთული. გთავაზობთ 7 სერიალს, რომელსაც ამ თვეში უნდა უყუროთ. Selena: The Series სერიალში ყორადღება მომღერალ სელენაზე არის გამახვილებული, რომელსაც “ტეჰანოს დედოფალს” უწოდებენ. მისი კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო და უკვე 18 წლის სელენამ ალბომი გამოუშვა, ხოლო 22 წლის ასაკში გრემი მიიღო. სერიალი სულ 9 ეპიზოდისგან შედგება და მასში კრისტიან სერატოში თამაშობს, რომელსაც მაყურებელი The Walking dead-დან იცნობს. Your Honor სერიალი ნიუ-ორლენაელი მოსამართლის მაიკლ დესიატოს შესახებ მოგვითხრობს. რომლის შვილსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, უცნობი მამაკაცი შემოაკვდება და დანაშაულის ადგილიდან მიიმალება. მაიკლ დესიატო მზად არის შვილის გამო, კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. Euphoria ტრიუმფალური პირველი სეზონის შემდეგ, სერიალი Euphoria ეკრანს უბრუნდება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სპეც-ეპიზოდით. სერიალის ახალი ეპიზოდების პრემიერა დაგეგმილზე ადრე შედგა და ის კვლავ 17 წლის მოზარდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცდილობს ნარკომანია დაამარცხოს. დამატებითი დეტალებით ვერ დაგასპოლერებთ. l desorden que dejas ესპანური თრილერის მთავარი გმირი არის ქალი, რომელიც ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგად დაიწყებს მუშაობას, იმ ბავშვებთან, რომელთაც სავარაუდოდ წვლილი მიუძღვით ტრაგედიაში, რასაც ერთ-ერთი მასწავლებლის სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით, ახალ პედაგოგს თავადაც გაუჩნდება სიკვდილის შიში. The Wilds სერიალი ახალგაზრდა გოგონების ჯგუფზე გვიამბობს, რომლებიც ავიაკასტროფის შედეგად ერთ-ერთ კუნძულზე აღმოჩნდებიან. ისინი არ იცნობენ ერთმანეთს, სამაგიეროდ საერთო საიდუმლო აქვთ, რის გამოც კუნძულზე მოხვდებიან. The Stand სერიალი მეცნიერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საშიშ ვირუსს იკვლევენ, თუმცა ვირუსი ლაბორატორიიდან გაჟონავს და მოსახლეობას საფრთხის წინაშე დააყენებს. გადარჩენილები ცდილობენ ერთად დადგნენ, თუმცა ბევრი ადამიანის სახეს კარგავს.