კორონავირუსის გამო კახეთის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის სკოლის 540 მოსწავლიდან სკოლაში არცერთი არ გამოცხადებულა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა.  მიზეზი კორონავირუსით კიდევ 3 მოსწავლის ინფიცირებაა. მანამდე, 5 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა სკოლის მეცხრეკალსელს. რადიო თავისუფლებას სკოლის დირქტორმა, ნინო ნესუაშვილმა უთხრა, რომ 5 ოქტომბრიდან მეცხრე კლასის მოსწავლეები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა, მოზარდები სკოლაში მშობლებმა აღარ გაუშვეს. დირექტორის თანახმად, სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეების გამოუცხადებლობის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და განათლების სამინისტროს შეატყობინა და შემოდგომი მოქმედების გეგმას ამ უწყებებისგან მიიღებენ. ნინო ნესუაშვილის ინფორმაციით, ახლადინფიცირებულ მოსწავლეებთან კონტაქტში მყოფებს ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს და კვლევის პასუხებს ელოდებიან. https://www.radiotavisupleba.ge/a/30888811.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)