ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რუსეთის გვარდია შეთანხმდნენ ფართო თანამშრომლობაზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის გვარდიამ („როსგვარდია“), ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების გარდა, მიზნად ისახავს ასევე ერთობლივ ბრძოლას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ.
შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც ბელარუსის ეროვნული სამართლებრივ პორტალზეა გამოქვეყნებული, ირკვევა, რომ შეთანხმებას ხელის მოეწერა 19 ნოემბერს და იგი ძალაში იქნება მანამ, სანამ რომელიმე მხარე არ გავა შეთანხმებიდან.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რუსეთის გვარდია თანხმდებიან ასევე სათბობ-ენერგეტიკული და სამთავრობო ობიექტების ერთობლივ დაცვაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა ერთობლივ ამოცანაზე.
ამ შეთნხმების ფონია, ბელარუსში 9 აგვისტოდან მიმდინარე სპაროტესტო აქციები ლუკაშენკას გადადგომის, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების უპირობოდ გათავისუფლების მოითხოვნით.
მიტინგების დარბევის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, ათასობით დემონსტრანტი დააპატიმრეს, ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას წინასწარი დაკავების საკნებში.
ალიაქსანდ ლუკაშენკა აცხადებს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ხოლო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში გარე ძალებს დებს ბრალს.
აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მინსკის დასახმარებლად ლუკაშენკას თხოვნით შექმნა ძალოვნი უწყებების რეზერვი. პუტინი მაშინ აღნიშნავდა, რომ რეზერვის გამოყენება მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსში შეიქმნებოდა უკონტროლო სიტუაცია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31007311.html
#ახალი_ამბები
#twitter