მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში დაიხრჩო

Marneuli Daily

16 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში დაიხრჩო ინფორმაცია ამავე სოფლის დეპუტატმა, აივაზ ისკანდაროვმა დაადასტურა. მისი თქმით, 20 წლამდე მამაკაცი მტკვარში საბანაოდ ჩავიდა. „ცხედარი მეთევზეებმა იპოვეს. როგორც ვიცი, პირველადი დახმარება გაუწიეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეკსპერტიზაც ჩაუდარტა ცხედარს და დღეს დაასაფლავებენ. ის ოჯახის ერთადერთი შვილი იყო და დღეს ჯარში აპირებდა წასვლას"- ამბობს სოფლის დეპუტატი არსებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წყარო ; რადიო მარნეული #უბედურიშემთხვევა #მტკვარი #მარნეული #marneulidaily #ახალიამბები