საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1278-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 12 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1058. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი. 12 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7718 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245. https://www.radiotavisupleba.ge/a/30779260.html #ახალი_ამბები #twitter