კვირიკაშვილი ბრუნდება?

Tbilisi Daily

ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს თვალს ჯერ კიდევ კულისებიდან ადევნებს, თუმცა ექსპრემიერის პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლა, ალბათ, დროის საკითხია. ამის შესახებ "პრაიმტაიმი" წერს. გამოცემის ინფორმაციით, დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ახლად შექმნილი პარტიის „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წევრები გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებს „მუდმივად“ მართავენ. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, მისი პარტია და საზოგადოება ექსპრემიერს პოლიტიკაში სიამოვნებით იხილავდა. "ჩემთვის ყოველთვის იქნება პატივი გიორგი კვირიკაშვილის გვერდით დგომა ნებისმიერ პოლიტიკურ მოცემულობაში" - აღნიშნავს მარიამ ჯაში. კვირიკაშვილი პოლიტიკა TbilisDaily