რუსეთის არმიამ რაკეტები დაუშინა კრამატორსკის სამრეწველო ზონას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის არმიამ უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის სამრეწველო ზონაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კრემატორსკის მერმა, ალექსანდრ გონჩარენკომ. Facebook-ით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში გონჩარენკო წერს, რომ „რაკეტები ჩამოვარდა კრამატორსკის სამრეწველო ზონაში".  გავრცელდა ცნობა ასევე, რომ იერიშის შედეგად დაშავდა 71 წლის კაცი.  მერი იტყობინება, რომ სროლის შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბები ზუსტდება.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32160356.html

Source: radiotavisupleba.ge