ჯანდაცვის სამინისტროს, ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს - ჯანდაცვის სამი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142036 ჯანდაცვის სამინისტროს ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თითოეული დეპარტამენტისა და სსიპ-ის ხელმძღვანელისგან პირადად მოისმინა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და მიიღო ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. "შეხვედრაზე განიხილეს კლინიკების მობილიზების საკითხები, ლოჯისტიკისა და მარაგთან დაკავშირებული თემები. ჯანდაცვის სამინისტროს, ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს, რომელიც სამედიცინო სექტორზე ეტაპობრივად გადანაწილდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.