ხაბაროვსშკი გუბერნატორის დაკავება გააპროტესტეს

Tbilisi Daily

ხაბაროვსკის ოლქში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, დაკავება გააპროტესტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა 40 000-მდე ადამიანმა მიიღო, ისინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. შეგახსენებთ, ხაბაროვსკის გუბერნატორი სერგეი ფუგალი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ის 15 წლის წინ ბიზნესმენების მკვლელობის შეკვეთაშია ეჭვმიტანილი. BBC-ი წერს, რომ ორი წლის წინ ფურგალმა არჩევნებში პუტინის პარტიის, "ედინაია რასიას" კანდიდატი დაამარცხა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ულტრა ნაციონალური „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ კრემლის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა, ფურგალის გამარჯვება, რომელიც რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში პოპულარული ფიგურაა, "ედინაია რასიასთვის" დარტმის მიყენება იყო.