კიდევ ერთი გარდაცვლილი - კოვიდვითარება აჭარაში
Batumi Daily
დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთ-ერთი 61 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს შეიყვანეს.
მისი დიაგნოზი გახლდათ: Covid 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა და შოკი.
"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა" - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 შემთხვევა დადასტურდა, 177 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 48 გახდა.
#batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #კორონავირუსი #აჭარა #ბათუმი