საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი გარდაიცვალა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. გარდაცვლილი 59 წლის ქალია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს მედიასთან კლინიკის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაკელიძე 16:00 საათზე გააკეთებს. საქართველოში კორონავირუსით სულ 28 ადამიანია გარდაცვლილი. საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი.