საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობაში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, თავად, ჯაბა ფუტკარაძე და თინათინ ზოიძე არჩევნებში მიღებულ მანდატებზე უარს ამბობენ და ისინი მუშაობას აჭარის მთავრობაში გააგრძელებენ. ჯაბა ფუტკარაძე აჭარის ფინანსთადა ეკონომიკის მინისტრის პოსტს დაუბრუნდება, თინათინ ზოიძე კი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გააგრძელებს მუშაობას. 'რამდენიმე დღის წინ ჩენ მივმართეთ უმაღლეს საარჩევნო კომისიას და მოხდა 'ქართული ოცნების' სიაში შესაბამისიცვლილებები. წარმოდგენილმა სამმა ადამიანმა მოვახდინეთ შეწყვეტა იმ მანდატების, რომლებიც მივიღეთ არჩევნებში. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას აჭარის მთავრობაში, აღმასრულებელ გუნდში. ჯაბა ფუტკარაძე სიის მესამე ნომერი და თინათინზოიძე, რომლებიც იყვნენ აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილი ისინი გააგრძელებენ მათ საქმიანობას. ჯაბა ფუტკარაძე უბრუნდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს მინისტრის რანგში, თინათინ ზოიძე კი მუშაობას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გააგრძელებს'-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.