ალესანდრო დელ პიერო საავადმყოფოში გადაიყვანეს

Tbilisi Daily

იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო თირკმელზე არსებული პრობლემის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, „იუვენტუსის“ ყოფილ ვარსკვლავს თირკმელში კენჭი აღმოაჩნდა, თუმცა მისი მსოფლიო ჩემპიონის მდგომარეობა რთული არ არის. როგორც მედია იუწყება, დელ პიეროს კლინიკიდან მალე გაწერენ.