საქართველოში ამ დროისთვის 519 მძიმე პაციენტია
Tbilisi Daily
ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 15 411 შემთხვევაა. აქედან 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
„ამ ეტაპზე, ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 15 411 შემთხვევაა. აქედან 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.