"და მე საბოლოოდ გავიმარჯვე" - თამთას დღიური

Batumi Daily

კვირის დღიურის გმირი თამთა ხუხუნაიშვილია. ბათუმელმა მომღერალმა ბევრ პროექტში სცადა ბედი, საბოლოოდ კი, უდიდეს წარმატებასა და ხალხის დიდ სიყვარულს "მხოლოდ ქართულში" გამარჯვების შედეგად მიაღწია. ყველაფერი ასე დაიწყო - ბათუმი ჩემი ქალაქია. ბათუმის მიმართ ჩემი სიყვარული ყოველთვის ძალიან ღრმა და განსხვავებული იყო. თითოეული ქუჩა დატვირთულია მოგონებებით და სულის ფერებით. ჩემთან იყო და არასდროს მივუტოვებივარ. აქ დაიწყო ჩემი წარმატებისკენ სვლა, აქ მოხდა ჩემი პირველი მუსიკალური ნიჭის გამომჟღავნება. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენს სულში უდიდეს ნიჭს აღმოაჩენ და ქალაქი გეხმარება ამის გარეთ გადმოტანაში. თითქოს ეს ქალაქი ჩემთან ერთად იზრდებოდა და ჩვენ ერთად ვაღწევდით წარმატებას. აქ გაისმა ჩემი პირველი სიმღერა და ნოტი. და თუ ვინმე შემეკითხება - რა არის ჩემი საყვარელი მუსიკალური ნოტი, ვიტყვი, რომ ეს ბათუმის პირველი ნოტია. ვისურვებდი, რომ არასდროს დამდგარიყოს ჩემს ცხოვრებაში ის მომენტი, როცა ამ სილამაზესა და სითბოს ჩემს თვალებს მოვაშორებ. სირთულე სიჩუმეში. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს ცხოვრებისეული სირთულე, რომ მიხვდეს ვინ არის და რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოცდილი ცხოვრებისეული დაბრკოლებები და არც მე ვარ გამონაკლისი - ჩემს ცხოვრებაშიც იყო ეს პერიოდი. ზუსტად აქ დაიწყო ჩემი სიჩუმე. ეს ნამდვილად იყო ბრძოლა. პერიოდი, როდესაც ჩემს თავთან და პრობლემებთან დავრჩი მარტო. როდესაც ვიბრძოდი ჩემი სულის სიმშვიდისთვის. იცით? ძალიან დიდი მნიშვნელობა, აქვს როგორ მიუდგები და როგორ აღიქვამ ამა თუ იმ დაბრკოლებას. ჩემთვის, თურმე ეს იყო უბრალოდ წინადაბრკოლება დიდი ბედნიერების მოსვლამდე. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და როგორც ხედავთ, ჩემთვის სიჩუმეში ყოფნა არა ცუდის, არამედ სიძლიერის მომტანი აღმოჩნდა. ბოროტებას სიკეთისთვის ჯერ ჩემთვის არ გაუმარჯვია. და მე საბოლოოდ გავიმარჯვე. დავრწმუნდი, რომ ცუდს ყოველთვის მოსდევს რაღაც ან ვიღაც კარგი. მოვიდა და ჩვენ ჩუმად გამოვედით სიჩუმიდან, დაბრუნდა მუსიკა,ფერები, დაიწყო სიყვარულით, წარმატებისკენ სვლა და ჩვენ შევადექით გზას გამარჯვებისკენ. მე გავიმარჯვე! ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, სადაც , მუსიკა და სიყვარული გაერთიანდა.. ერთად შექმნეს მიზანი გამარჯვებისა. სულ სხვა გრძნობაა, როცა ადამიანმა იცი, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია. მაგრამ, თურმე რა საოცარი ყოფილა, როცა ერთობის მომენტს შენ თვითონ აღმოაჩენ, შექმნი შენს ცხოვრებაში. არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება როცა სიყვარული ადამიანისა, მუსიკისა, ქალაქისა, ყველაფერი ერთიანდება და ხვდები, რომ ყველაფერს შეძლებ. დაიწყო ჩემს ცხოვრებაში "მხოლოდ ქართული". დაიწყო ჩემი გიჟური გრძნობების გამოვლენა მუსიკის მიმართ. ჩემი თითოეული გამოსვლა სცენაზე იყო ზღვა ემოციების მოსვლა სულში. სრულიად მარტო დავრჩი ჩემს გრძნობებთან. ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც სიგიჟემდე მიყვარდა და თან ვხვდებოდი რომ ზუსტად ამ მომენტში ხარ ყველაზე ნამდვილი თამთა. ეს იყო დაუვიწყარი ემოციების 3 თვე. ისე უცებ მოვიდა საბოლოო მომენტი რომ ვერ მივხვდი ამხელა დრო ასე უცებ როგორ გავიდა. მაგრამ, ხომ იცით, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ დრო სწრაფად გადის. და მოვიდა ის მომენტი, როცა ეს სიტყვები გაისმა "გაიმარჯვა იმან, ვინც ცალკე იყო და დანარჩენი ამ პროექტში ცალკე - თამთა ხუხუნაიშვილი". ეს სიტყვები აღმოჩნდა ჩემი ყველა გრძნობის დაგვირგვინება. დღემდე ვერ ავხსნი იმ წამებსა და წუთებს, მაგრამ ერთს ზუსტად ვიტყვი - ეს იყო არა მხოლოდ პროექტის მოგება, არამედ ყველაფერზე გამარჯვება მუსიკით და სიყვარულით. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში