მარტვილში ევროპის სპორტის კვირეული აღინიშნა
Zugdidi Daily
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა შეჯიბრი გარბენში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
შეჯიბრებაში მონაწილებდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები.
გამარჯვებულები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ასევე გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია, მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლა და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
აღვნიშნავთ, რომ პარალელურად „ბიაქტივის“ ფარგლებში ღონისძებები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
საქართველო უკვე მესამედ უერთდება ევროკომისიის ამ შესანიშნავ ინიციატივას, რომლის მიზანია საზოგადოებაში დანერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი და პოპულარიზაცია გაუწიოს სპორტსა და ფიზიკურ აქტივობას.
#სპორტი
#სამეგრელო
#მარტვილი
#zugdididaily
წყარო: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია