აშშ ვიზას აღარ მისცემს უცხოელ სტუდენტებს, თუ სწავლა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ექნებათ კორონავირუსის გამო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ არ მისცემს ვიზას უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც ლექციები და სემინარები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ჩაუტარდებათ კორონავირუსის გამო. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის მიერ 6 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია შეეხება ასეულ ათასობით უცხოელ სტუდენტს აშშ-ში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გასცემს ვიზებს სტუდენტებისთვის, რომელთა სასწავლებლები მთლიანად ონლაინ რეჟიმში იმუშავებენ საშემოდგომო სემესტრში და მათ არც აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური შეუშვებს  ქვეყანაში, იტყობინება აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიცია. „სტუდენტები, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან და ამგვარ პროგრამებში არიან ჩართული, უნდა დატოვონ ქვეყანა, ან მიმართონ სხვა ზომებს, მაგალითად გადავიდნენ სხვა სასწავლებელში, სადაც სწავლა უშუალო რეჟიმში გრძელდება, რათა შეინარჩუნონ ყოფნის კანონიერი სტატუსი. სხვა შემთხვევაში მათ შეიძლება შეეხოთ საიმიგრაციო პროცედურა, დეპორტაციის, მაგრამ არა მხოლოდ ამ ზომის, ჩათვლით“ , - წერია საიმიგრაციო პოლიციის ცნობარში. ეს წესები ეხება F-1 და M-1- სტუდენტურ, მხოლოდ სასწავლო ვიზებს, რომლებიც არ არის საიმიგრაციო დანიშნულებისა. აშშ-ის უმაღლესი სკოლების და უნივერსიტეტების უმრავლესობას საშემოდგომო გეგმები ჯერ არ გამოუქვეყნებია. ბევრი სასწავლებელი გეგმავს ჰიბრიდულ, შერეულ რეჟიმს, როცა სასწავლო პროცესი მოიცავს ონლან კურსებსაც და პირად ლექციებსაც. https://www.radiotavisupleba.ge/a/30711658.html #ახალი_ამბები #twitter