ბათუმში ხვალ იწვიმებს, კვირის ბოლომდე კი უნალექო ამინდი იქნება  

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

მიმდინარე კვირის განმავლობაში, აჭარაშიმხოლოდ ხვალ იწვიმებს და შედარებით აცივდება, დღის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +12, +14 გრადუსი იქნება, მთაში +6, +8 გრადუსი. ზეგ, 10 დეკემბერს გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა დღის საათებში სტაბილურად +16, +18 გრადუსი იქნება, შესაძლებელია +20 გრადუსიც, პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის შედარებით ძლიერი ფიონი (თბილი ქარი) 17-22 მეტრ წამამდე. ფოტო: ბათუმის ბულვარი