ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, ღამე - "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაული

Tbilisi Daily

20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაული,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაული. ეს არის ზოგადი შეფასება, დანარჩენი საზოგადოებამ თავადაც იცის",-აღნიშნა კობახიძემ. რაც შეეხება 20 ივნისს დაგეგმილ აქციას, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. politics news ირაკლი კობახიძე20 ივნისიშეცდომანაციონალური მოძრაობადანაშაულიTbilisi Daily