საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა 46 ადამიანი, დაინფიცირდა - 2 720

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 942 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 942 ადამიანი, გარდაიცვალა 46 კოვიდპაციენტი - პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში ჯამში 1 790 პირი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, რომელთაგან 6 628 შემთხვევაში ანტიგენის სწრაფი ტესტი იქნა გამოყენებული და 6 821 შემთხვევაში PCR ტესტი. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი - 1 240 აჭარა - 219 იმერეთი - 362 ქვემო ქართლი - 231 შიდა ქართლი - 156, გურია - 40 სამეგრელო და ზემო სვანეთი - 203 კახეთი - 142 მცხეთა-მთიანეთი - 84 სამცხე-ჯავახეთი - 43 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 189 726-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 158 183-მდე. 13 ნოემბრის მდგომარეობით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 727; მათგან 6 869 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 19 781 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი. მძიმეა 1 074 პაციენტის მდგომარეობა, რომელთაგან 439 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.     https://www.radiotavisupleba.ge/a/30998186.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)