რეგიონებში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში ინფიცირების მაჩვენებლის კლებასთან ერთად რეგიონებშიც მცირდება ახალი შემთხვევების რაოდენობა. ქვეყანაში გამოვლენილი 2 635 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: თბილისი - 1 134; აჭარა - 230; იმერეთი - 338; ქვემო ქართლი - 216; შიდა ქართლი - 169; გურია - 66; სამეგრელო და ზემო სვანეთი - 199; კახეთი - 186; მცხეთა-მთიანეთი - 46; სამცხე-ჯავახეთი - 39; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 204 003 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 244-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 171 526. გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2002-მდე გაიზარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31007060.html #ახალი_ამბები #twitter