ოქსფორდის ლექსიკონმა წლის ერთი სიტყვის ნაცვლად 16 შეარჩია
Tbilisi Daily
ოქსფორდის ლექსიკონმა 2020 წლის მთავარი სიტყვა ვერ აირჩია და მის ნაცვლად წლის ყოველი თვისთვის მათთვის დამახასიათებელი მთავარი სიტყვები დაასახელა. ამის შესახებ Meduza წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სიტყვების ჩამონათვალი ანგარიშშია წარმოდგენილი, სახელწოდებით „უპრეცედენტო წლის სიტყვები“.
ლექსიკოგრაფებმა იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით თითო თვისთვის ერთიდან სამ თვემდე შეარჩიეს, რომლებსაც დროის მოცემული პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ხშირად იყენებდნენ.
იანვარი: Bushfire (ტყის ხანძარი) - ავსტრალიაში მძვინვარე ტყის ხანძრების გამო, რომლებსაც 3 მილიარდამდე ცხოველი ემსხვერპლა;
Impeachment (იმპიჩმენტი) - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის გამო;
თებერვალი: Acquittal (გამართლება) - ამ სიტყვის გამოყენების სიხშირემ პიკს აშშ-ის სენატის მიერ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის შეწყვეტის ფონზე მიაღწია;
მარტი: Coronavirus (კორონავირუსი) - სწორედ ამ თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ახალმა ვირუსმა პანდემია გამოიწვია;
აპრილი: COVID-19 - ასეთი სახელწოდება მიანიჭა ჯანმომ დაავადებას, რომელსაც SARS-CoV-2 იწვევს;
Lockdown (ლოკდაუნი) - ასე უწოდეს ინგლისურენოვან ქვეყნებში პანდემიის გამოცხადებულ მკაცრ შეზღუდვები;
Social Distancing (სოციალური დისტანცია) - პანდემიის გამო დაწესებული ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვის გამო;
მაისი: Reopening (გახსნა) - სიტყვა კარანტინის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქებას ნიშნავს;
ივნისი: Black Lives Matter - ამერიკული მოძრაობის სახელწოდება, რომელიც შავკანიანი მოსახლეობის უფლებებს იცავს. თვის სიტყვად ის აშშ-ში რასიზმისა და პოლიციელების მხრიდან სისასტიკის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების გამო გახდა;
ივლისი: Cancel culture (გაუქმების კულტურა) - ცნობილი ადამიანებისა და კომპანიების საჯარო კრიტიკა ან ბოიკოტი მათი ქცევის ან გამოთქმების გამო;
BIPOC (Black, Indigenous and People of Color) - აბრევიატურა, რომლითაც შავკანიანი და აბორიგენი მოსახლეობის აღსანიშნავად იყენებენ, რომლებიც თეთრ რასას არ მიეკუთვნებიან;
აგვისტო: Mail-in (ფოსტით) - თვის სიტყვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის ფოსტით მიცემით და ტრამპის მხრიდან ამ მეთოდის კრიტიკის გამო გახდა;
Belarusian (ბელარუსული - ბელარუსში საპროტესტო აქციების გამო;
სექტემბერი: Moonshot (სიტყვა „მთვარეზე ფრანს“ ნიშნავს, თუმცა ხშირად გამოიყენება „ამბიციური და ინოვაციური პროექტის აღსანიშნავად). Moonshot - ი ბრიტანეთის ხელისუფლების პროექტს დაერქვა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში СOVID-19-ზე ყოველდღიური მასობრივი ტესტირების ჩატარება იგეგმება;
ოქტომბერი: Superspreader (სუპერგამავრცელებელი) - ასე უწოდებენ ინფიცირებულ ორგანიზმს, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ვირუსის გადადების მაღალი უნარი აქვს;
Net zero - ამ სიტყვით აღნიშნავენ ატმოსფეროში სათბურის გაზების გამოყოფის შემცირების მიზანს. თვის სიტყვად ჩინეთის გადაწყვეტილების გამო შეირჩა, როცა ქვეყნის ხელისუფლებამ 2060 წლისთვის ამ გამონაყოფების ნულამდე შემცირებას გეგმავს.
Collins English Dictionary-მ წლის სიტყვად „ლოკდაუნი“ დაასახელა.