ეკლესიის ავტორიტეტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც მორწმუნეებისთვის და პრაგმატულად სახელმწიფოსთვის

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140580 პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლკსი ამბობს, რომ ეკლესიის ავტორიტეტი არამხოლოდ მორწმუნეებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ სახელმწიფო შეხედულელების გათვალისწინებით, "წმინდა პრგმატულადაც" ასეა. მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა სურს და ელოდებიან, რომ იქნებ იქიდან, საეკლესიო რიტუალების გამოისობით რაიმე პრობლემა შეექმნას ქვეყანას. „თუ რამემ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, რომელიც თავისი ისტორიის მანძილზე ათასი გამოწვევის წინაშე იდგა, არის ჩვენი რწმენა, ჩვენი სულიერება და ერთმანეთთან დამოკიდებულების განსაკუთრებული ხასიათი. ეს არ ეხება მარტო ქრისტიანობას. ეს საერთოდ საქართველოს ახასიათებდა, თავისი მრავალეროვანი ასპექტითაც რომ განვიხილოთ. აქედან გამომდინარე, ეკლესიის ავტორიტეტი ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის არის, არამხოლოდ როგორც მორწმუნეებისთვის, არამედ წმინდა პრაგმატულად, სახელმწიფო შეხედულებების გათვალისწინებით. ასე რომ ძალიან ფაქიზი მიდგომა და კომენტარებია ამასთან დაკავსირებით საჭირო. ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ჯერჯერობით ყველაფერი, რაც საპატრიარქოს მხრიდან მოვისმინეთ და გაკეთდა, არის მთავრობის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა სურს და ელოდებიან, რომ იქნებ იქიდან, საეკლესიო რიტუალების გამოისობით რაიმე პრობლემა შეექმნას ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სასულიერო პირებსაც სრული განცდა აქვთ, რომ ისინი საერთო სახელმწიფო ძალისხმევის ნაწილი არიან და მე დარწმუნებული ვარ, ამ მიდგომას ბოლომდე გავიტანთ, მათ შორის ეკლესიის მნიშვნელობის გათვალისწინებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.