მადრიდში კარანტინი გამოცხადდა
Tbilisi Daily
ესპანეთის მთავრობამ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მადრიდსა და მის შემოგარენში კარანტინი გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების მიხედვით, მოქალაქეებს საცხოვრებელი უბნების ტერიტორიის დატოვება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აეკრძალბათ. ასევე დაუშვებელი იქნება 6 ადამიანზე მეტის შეკრება. მადრიდში შესვლა ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც აკრძალული იქნება.
ცენტრალური მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მადრიდის რეგიონის ოპოზიცია არ ეთანხმება. მათი თქმით, არაა გამორიცხული ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდეს.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში ესპანეთშ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება აღინიშნება.