ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში ტესტირება 445 პირს ჩაუტარდა და კორონავირუსის 133 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ვირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 228 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 25 -ის მდგომარეობა მძიმეა. ამ დრომდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 7 269 შეადგინა, 5286 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით 100 ადამიანია გარდაცვლილი.