კანონს, მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ - ბოკუჩავა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143954# კანონს, მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ - ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა. მისი თქმით, ამ კანონით მთავრობა პანდემიასთან ბრძოლის საფარქვეშ იღებს უფლებამოსილებას ავტოკრატიულ მმართველობაზე. "(კანონის) მიღების შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად აღნიშნულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში, იმიტომ რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯია ავტოკრატიული მმართველობისკენ, ის არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის, ის შლის საპარლამენტო ფილტრსა და კონტროლს, ის ბლანკეტურად და ყოველგვარი მაკონტროლებელი ბერკეტის გარეშე აძლევს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას, რომ შეუზღუდოს ნებისმიერ ჩვენგანს, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, ან მოქალაქეთა ჯგუფს შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება. განსაკუთრებით მძიმეა, რა თქმა უნდა, ასეთი უფლებამოსილების უზურპაცია მთავრობისგან წინასაარჩევნოდ", - თქვა ბოკუჩავამ.