ბათუმში, ხანდაზმულთა პანსიონატის 5 მობინადრეს და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

აჭარაში ხანდაზმულთა პანსიონატის 5 მობინადრეს და ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. როგორც პანსიონატის ხელმძღვანელ, დეკანოზ იოანე ბარამიძემ ფორმულას განუცხადა, აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატის ყველა თანამშრომელს და მობინადრეს ტესტირება ჩაუტარდა. დეკანოზმა ასევე აღნიშნა, რომ შენობას დეზინფექცია დილით ჩაუტარდება. „ყველა თანამშრომელს და მობინადრეს აქვს აღებული ტესტირება. ჯანდაცვის სამსახურიდან ეპიდემიოლოგები იყვნენ მოსულები, რომლებმაც რეკომენდაციები მოგვცეს. ვიცავთ ამ რეკომენდაციებს და ველოდებით ტესტების პასუხებს. გვითხრეს, რომ ხვალ დილისთვის უნდა მოვიდნენ და ჩაუტარებენ დეზინფექციას“,-განაცხადა დეკანოზ იოანე ბარამიძემ.