პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვანს დაეჯახა, დააკავეს
Pirveliradio Ge
პოლიციელი, რომელიც ლისის ტბის მიდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანს დაეჯახა, დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს მოხდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.