დღეს ქუთაისში საკრებულოს სხდომა არ ჩატარდა

Kutaisi Daily

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქუთაისში 25 მარტს დაგეგმილი სხდომა არ ჩატარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს. 13 მარტს, ქუთაისის საკრებულოს მე-11 რიგგარეშე სხდომაც მოქალაქეთა მცირე რაოდენობით ჩატარდა. დასწრება აკრძალული არ ყოფილა, თუმცა საკრებულომ წინასწარ დააანონსა, რომ დაინტერესებული პირებს შესაძლებლობა ექნებოდათ თვალყური Facebook live-ის საშუალებით ედევნებინათ. #ქუთაისი #საკრებულო #სხდომა #kutaisidailyy