რა შემთხვევაში გახსნება რესტორნები

Tbilisi Daily

რესტორატორები პრობლემებზე სასაუბროდ დღეს ეკონომიკის მინისტრს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. „რესტორატორთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის და კონკრეტული შედეგით დასრულდა. შოთა ბურჯანაძის თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ყველა პრობლემა განიხილება. ,,ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისათვის. ეს იყო საქმიანი საუბარი, სადაც დაისახა აუცილებელი პრობლემების გადაწყვეტის გზები. გადაწყდა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შეიქმნება ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე. არ ყოფილა არცერთი პრობლემა, რომელის უარყოფაც მოხდა მინისტრის მხრიდან. ვიმსჯელებთ და მივიღებთ სფეროსთვის და სფეროში დასაქმებულებისთვის დადებით გადაწყვეტილებას.