Post

Tbilisi Daily

მისტიკური ისტორია, რომელსაც თბილისის ერთი ძველი სასტუმრო ინახავს... თბილისში ბევრი ისეთი შენობა-ნაგებობაა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობ, მაგრამ ამავდროულად საინტერესო ისტორიებს მოიცავს. ზოგი ამბავი სასიამოვნო მოსასმენია, ზოგიც შთამბეჭდავი, ზოგიც კი ამაღელვებელი და შემაშფოთებელი. ძველი ამბები ისტორიას რჩება, ეს შენობები კი მათი ვიზუალიზაციის შესანიშნავი საშუალებაა. სასტუმრო „ლონდონის“ პირდაპირ, მირზოევების სახლში, ჰექტორ დელალანდმა 1881 წელს სასტუმრო „გრანდ-ოტელი“ გახსნა. სასტუმრო თავიდან საკმაოდ მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა. თუმცა, 1890-იანი წლების შემდეგ „გრანდ-ოტელს“ გზამკვლევები მეორეხარისხოვან სასტუმროების რიგში მოიხსენიებენ. შენობის დანახვისას, პირველი რაც ჩვენ ყურადღებას იპყრობს, ეს შენობის ფასადია. იგი თბილისური ეკლექტიზმის დამახასიათებელი ნიმუშია, რომლის ცენტრიც რიზალიტით არის მონიშნული. ფასადს ქანდაკებებით გაფორმებული სეგმენტური ფრონტონი და ატიკი აგვირგვინებს. „გრანდ-ოტელს“ ცნობადობა 1901 წელს დატრიალებულმა ამბავმა მოუტანა. შემზარავი ისტორია, მკვლელობისა და თვითმკვლელობის შესახებ, რომელმაც მთელი თბილისი აალაპარაკა და ყველა ჟურნალ-გაზეთი მოიცვა. საუბარია ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, დაგნი იუელის მკვლელობაზე, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის საბადოების უფროსის შვილმა, ვლადიმერ ემერიკმა მოკლა. ემერიკს მისი მეგობარი სტანისლავ ფშიბიშევსკაია(დაგნის ქმარი) საკუთარ ოჯახთან ერთად საქართველოში ჰყავდა დაპატიჟებული. თუმცა, მას მხოლოდ დაგნი და მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ზენონი ეახლა. სამივენი სასტუმრო „გრანდ ოტელში“ დაბინავდნენ. სტანისლავი მათ მოგვიანებით უნდა შეერთებოდა… როგორც შემდეგ გაირკვა, ემერიკი დაგნიზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული. სწორედ ეჭვიანობა იყო მისი მხრიდან ნორვეგიელი მწერლის მოკვლის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი. დაგნი იუელის მოკვლის შემდეგ ემერიკმა სიცოცხლე სულ რამოდენიმე წამში, თვითმკვლელობით დაასრულა. გადაწყვეტილების აღსრულებამდე მან 3 წერილი დატოვა. პირველ წერილში, რომელიც მან სასტუმროს დაუტოვა, იგი “გრანტ ოტელს” ბოდიშს უხდის აღნიშნული ინციდენტის გამო. მეორე წერილი უნდა გადაეცათ დაგნის შვილისთვის, ზენონისთვის, როცა 24 წლის გახდებოდა. მესამე წერილი კი ემერიკმა, დაგნის მეუღლეს, სტანისლავს დაუწერა. გასაბჭოების შემდეგ „გრანდ-ოტელი“ წითელ არმიას გადაეცა. #თბილისი #ძველითბილისი #სასტუმრო #გრანდოტელი #ისტორია #მისტიკა #დაგნი #იუელი #ვლადიმერ #ემერიკი #tbilisidaily