ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშაში.
Zugdidi Daily
აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
უცხოური მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც
“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე კემულარია მართავდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა
და იქ მოსიარულე ოთხ ქვეითს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციიღ ოთხივე დაშავებული იმერეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით უკვე დაიწყო.
#აბაშა #სამეგრელო #ავტოსაგზაოშემთხვევა #გამარჯვებულისაქართველო #გამოძიება #შსს #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com