პანამაში კორონავირუსით 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა

Headline

პანამაში კორონავირუსის შედეგად 13 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც სახელმწიფო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბავშვი პედიატრიულ საავადმყოფოში იწვა. Al Jazeera-ს ინფორმაციით, სხვა დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. გარდა ამისა, კორონავირუსით 92 წლის კაცი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვალების ხუთი შემთხვევაა. პანამამ კორონავირუსის ჯერ 313 შემთხვევა დაადასტურა. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ კორონავირუსი განსაკუთრებით საშიშია ხანშიშესული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, თუმცაღა ახალი ვირუსი ახალგაზრდებს შორისაც იჩენს თავს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 70 წელს გადაცილებულ პირებს მოუწოდებენ, რომ სახლიდან არ გავიდნენ. P.s.სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ. #news #covid19