შატილის გზაზე დაშავებულთა მდგომარეობა კვლავ მძიმეა
Tbilisi Daily
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეთ და გამოჯანმრთელებამდე მათ ძალიან მძიმე გზის გავლა მოუწევთ.
„ორ პაციენტთან ლიკვიდირებულ იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმედ, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მათ აქვთ ძალიან მძიმე გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. ამისთვის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე დაშავებულის სიცოცხლე შენარჩუნდეს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.