ბათუმში გაჩერებებზე 30 ელექტროტაბლოს მონტაჟისთვის 213 ათას ლარს დახარჯავენ
Pirveliradio Ge
ბათუმში, ავტობუსის გაჩერებებზე, 30 ელექტრონული ტაბლოს დასამონტაჟებლად 213 ათასი ლარია გამოყოფილი [ანუ, 1 ტაბლოსთვის 7 100 ლარი].
ტაბლოებს დაამონტაჟებენ შემდეგ ქუჩებზე: ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე – 11 ტაბლო; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე – 5; გოგებაშვილის ქუჩაზე – 2 და ჭავჭავაძის ქუჩაზე – 12 ტაბლო:
. მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და პირბადის გარეშე გადაადგილდება 50 ლარის ნაცვლად 20-დან 30 ლარამდე განისაზღვრება. დღესვე გაიმართება საკომიტეტო მოსმენა და ზუსტი თანხა დადგინდება.
ტაბლოების განთავსების სრული გეგმა [ზურაბ გორგილაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გოგებაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებზე) შავი ფერით აღნიშნულია ტაბლოების მოწყობის ადგილები (ნარინჯისფერი კი არსებული ტაბლოების მდებარეობა] / წყარო: ტენდერიელექტროტაბლოების შეძენა-მონტაჟზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 29 ივნისს მთავრდება, ტაბლოების მიწოდებისა და მონტაჟის ვადა კი – 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდია.
აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბრის ჩათვლით იგეგმება ასევე Bus lane-ბის [ავტობუსის სავალი ხაზების] მოწყობა, სწორედ იმ ქუჩებზე, სადაც ტაბლოების უმეტესობა უნდა განთავსდეს.
ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძის ქუჩების გასწვრივ ავტობუსების სავალი ხაზის დახაზვისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ცალკე 531 837 ლარია გამოყოფილი.
"ბათუმელები"
http://pirveliradio.ge/?newsid=145077