ვითხოვთ დანარჩენი მხარეების პასუხისმგებლობასაც - ლუკა სირაძის ძმა
Pirveliradio Ge
ვითხოვთ დანარჩენი მხარეების პასუხისმგებლობასაც -ამის შესახებ განცხადება, გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძე გააკეთა. სირაძის თქმით, ის კონსულტაციებს გაივლის ადვოკატთან და პროკურორთან, რის შემდეგაც გადაწყვეტს გაასაჩივროს თუ არა მარიანა ჩოლოიანისთვის გამოტანილი განაჩენიც.
"რა თქმა უნდა, გამამტყუნებელ განაჩენს ველოდებოდი. თუმცა, ველოდებოდით, რომ მიუსჯიდნენ მაქსიმალურ 5 წელს, მაგრამ მიუსაჯეს 3 წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას, გავივლი ადვოკატთან და პროკურორთან კონსულტაციას და თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, გავასაჩივრებთ. თუმცა, 3 წელი ამ ეტაპზე არ არის ცუდი. იმიტომ, რომ მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ უდანაშაულო იყო. ვითხოვთ დანარჩენი მხარეების პასუხისმგებლობასაც. მათი საქმეები გადაცემულია გენერალურ ინსპექციაში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ", - განაცხადა ბექა სირაძემ.