თბილისის მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა
Pirveliradio Ge
თბილისის მერიის ინფორმაციით, შენობასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დააჯარიმეს.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1503-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.