ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ, კორონავირუსით დაავადდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ სამშაბათს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა.
"ბი-ბი-სის" ცნობით, ბოლსონარუმ მეოთხრედ ჩაიტარა შემოწმება, მას შემდეგ, რაც აღმოაჩნდა COVID-19-ის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.
ჯერ კიდევ ორშაბთს, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებდა, რომ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა და მისი ფილტვები სუფთაა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბრაზილიის პოპულისტი პრეზიდენტი „უმნიშვნელო გრიპს“ უწოდება კორონავირუსს და გადაჭარბებულად მიიჩნევდა საზოგადოების შეშფოთებას პანდემიის ფონზე.
ორშაბათს ბოლსონარუმ გამოაცხადა ნიღბების ტარების მკაცრი მოთხოვნების შემსუბუქების თაობზე, ხოლო რეგიონის გუბერნატორებს მოუწოდა შეზღუდვების მოხსნისკენ, რაც ეკონომიკას ზიანს აყენებს.
ბრაზილიაში დღითიდღე იზედება კორონავირუსის შემთხვევები.
საერთაშორისო დამკვირვებლის, ჯონს ჰოპკინისის უნივერსიტეტის, თანახმად, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა COVID-19-ის გავრცელების მხრივ.
პანდემიის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსი აღმოაჩნდა 1,6 მილიონ ადამიანზე მეტს. გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა კი გადაცდა 65 000-ს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30712818.html
#ახალი_ამბები
#twitter