ნავალნი ბერლინის კლინიკაში გადაჰყავთ

Pirveliradio Ge

ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავი რუსეთში დღეს ჩაფრინდება. მოწამლულ რუს ოპოზიციონერს სამკურნალოდ ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ. ნავალნისთვის თვითმფრინავს ფონდი „კინო მშვიდობისთვის“ გზავნის. სწორედ ამავე ფონდის ორგანიზებით, 2018 წელს გერმანიაში ჩაიყვანეს „ფუსი რაიოთის“ აქტივისტი პიოტრ ვერზილოვი, რომელიც მოწამლული იყო. ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები რუსეთის რამდენიმე ქალაქში დაკავებებით დასრულდა. სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და რუსი ოპოზიციონერის მოწამვლა ერთხმად დაგმეს. შეკრებილები ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებენ და მომხდარის უკან მის კვალს ხედავენ.