"პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი" - ზურა ჯაფარიძე ბარს ხსნის

Tbilisi Daily

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად, დღეს ბარს ხსნის. ბარის გახსნის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც, ხოლო მისი გახსნა მიმართულია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. "13 თებერვალს, აღმაშენებლის 45-ში იხსნება ბარი "ჯაფარასთან". ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე​. გახსნა დაგეგმილია 19.00 საათისთვის. გეპატიჟებით ყველას ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა" - წერია ინფორმაციაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები