ქედაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - დაშავებულია მძღოლი 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.სოფელ აგარაში ავტომანქანა გზიდან მდინარეში გადავარდა. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით თავდაპირველად ქედის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში ამბობენ, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანომობილით ბათუმში გადაჰყავთ. მანქანა ხევში დაახლოებით 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.