აჭარაში, 24 საათში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

აჭარაში, 24 საათში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნულ ინფორმციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ რუსუდან შავიშვილი ავრცელებს. მისივე თქმით, ინფიცირებულების უმრავლესობა დადასტურებულთან კონტაქტებია. "აჭარაში 20 დადასტურებული შემთხვევაა, უმრავლესობა არის დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტები. დანარჩენის კვლევები მიმდინარეობს, რათა კონტაქტები დადგინდეს," - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.