ვლადიმერ ვაისი - მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე

Tbilisi Daily

სომ­ხეთ­თან ერთა ლი­გა­ზე წა­გე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვლა­დი­მირ ვა­ის­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. ვა­ი­სის თქმით, ზო­გი­ერთ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა აკ­ლია. მი­სი­ვე აზ­რით, ბოლო დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფორ­მა­ცი­ი­დან, ახალ გუნდში ზო­გი­ერთ ფეხ­ბურ­თელს ვე­ღარ ვი­ხი­ლავთ. "კონ­ტრაქ­ტი დამ­თავ­რდა და გაგ­რძე­ლე­ბა სა­ჭი­რო აღა­რაა, ახა­ლი მწვრთნე­ლი უნდა მო­ვი­დეს, ახა­ლი სული მო­ი­ტა­ნოს. 3 დღის წინ შეგ­ვეძ­ლო გმი­რე­ბი გავმხდა­რი­ყა­ვით.. დღეს შან­სე­ბი შევ­ქმე­ნით და გოლი ვერ გა­ვი­ტა­ნეთ... შე­ტე­ვა­ში კლა­სი გვაკ­ლია. ახა­ლი არა­ფე­რია... მა­კე­დო­ნი­ის­თვის გას­ვლა­ზე 3:1 უნდა მოგ­ვე­გო, სა­ბო­ლო­ოდ 1:1 დამ­თავ­რდა. დღეს 60 მეტ­რი ირ­ბი­ნა სო­მეხ­მა შემ­ტევ­მა და არა­ვინ შეხ­ვდა, ასე­თი შეც­დო­მა ამ დო­ნე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა. 5 წელი გავატარე აქ, ეს ორი თვე არ ყოფილა, მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში... 3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს, ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა... ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის... დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო... ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიატანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?! თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვანხოთ რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე. მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი, ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი ვერ ვიტყვი, მე არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ. ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს. საშინელი დღეები იყო, კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვეხრაში უნდა გავიყვანო... ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები... ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე, ყველა ტიროდა გასახდელში... ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს... 5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ. მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ, ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი... 5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ... საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს, რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ...მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ. ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ... ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ... ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად... ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები. ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას, ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი... ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია, ვუთხარი სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე. დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ, მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ... არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...". sportall.ge