ერთი წელი ფანების გარეშე?

Headline Sport

The Guardian -ის ცნობით შესაძლოა პრემიერ ლიგის გათამაშება მთელი წელი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს. ინგლისის მთავარი ჩემპიონატის განახლება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ფეხბურთელები უკვე სამშაბათს უბრუნდებიან ჯგუფურ ვარჯიშებს, ჩემპიონატის განახლება კი ივნისის შუა რიცხვებში იგეგმება. რაც შეეხება გულშემატკივრების სტადიონებზე დაბრუნებას, მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის ფონზე ეს უახლოეს მომავალში რთულად წარმოსადგენია. სამედიცინო მიმართულებით ლიგის მთავარი მრჩეველის განცხადებით, მათ ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების უმაღლესი წარმომადგენლებისგან მიიღეს მითითებები, რომ შემდეგი 12 თვის განმავლობაში არსებული მდგომარეოება მნიშვნელოვნად არ შეიცვლება და აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას უსაფრთხოების ზომები. ძალიან რთულად წარმოსადგენია დიდი საფეხბურთო ჩემპიონატები მთელი წლის განმავლობაში გულშემატკივრების გარეშე ჩატრადეს, მაგრამ შესაძლოა მსოფლიო ამ რეალობის წინაშე დადგეს. #headlinesport #sport #premierleague #fans #coronavirus #pandemic #football