სირცხვილი რექტორს და მის ''მორჩილ'' ეთიკის კომისიას - ერთი კაცის აქცია საზღვაო აკადემიასთან 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორი, ასოცირებული პროფესორი და სამეცნიერო საქმიანობის ხელმძღვანელივაჟა ანანიძე სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. მანდათხოვნასთან დაკავშირებითბრძანება გუშინ მიიღო. დღეს, 22 ივლისს, გათავისუფლებულმა თანამშრომელმა უმაღლესი სასწავლებლის შენობასთან ერთი კაცის აქცია გამართა. ''სირცხვილი რექტორს და მის ''მორჩილ'' ეთიკის კომისიას - ასეთი შინაარსის ბანერით მივიდა ანანიძე აკადემიასთან. იგი ყვება, რომ 2017 წლიდან სარედაქციო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას უწევდა ორგანიზებას. ამბობს რომ მისი ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ სამეცნიერო ნამუშევრების რაოდენობა შემცირდა, რადგან აკადემიაში ყალბი ნამუშევრები აღარ შედიოდა. ეს ფაქტი კი ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ანანიძე ყვება, რომ 2019 წელს მოქმედმა რექტორმაგადაწყვიტა სადოქტორო პროგრამა შემოეღო, რასაც ის ეწინააღმდეგებოდა. ''ვურჩიე უარი ეთქვა ამ პროგრამაზე, რადგან აკადემია მზად არ იყო. რადგან საჭირო რაოდენობის მეცნიერები აკადემიას არ ყავს.ჩემი წინააღმდეგობის გამო გამათავისუფლეს. დოქტორანტურის პროგრამა, რექტორისკორუფციული ინტერესია'' - განაცხადა ანანიძემ. გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკითხვებით, ის სამ საუკეთესო ლექტორს შორის დასახელდა. აჭარის მაუწყებელი აკადემიის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.