დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი მთელი თავისი კარიერა ისტორიის არასწორ მხარეს იდგა

Tbilisi Daily

თეთრ სახლში გამართულ „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი მთელი თავისი კარიერა ისტორიის არასწორ მხარეს იდგა. „ამ არჩევნებზე გადაწყდება, გადავარჩენთ თუ არა ამერიკულ ოცნებას, ან დავუშვებთ თუ არა იმას, რომ სოციალისტურმა დღისწესრიგმა ჩვენი სანუკვარი ბედი დაანგრიოს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მიმართა და უთხრა, რომ მათი ხმები მნიშვნელოვანი იქნება 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. „თქვენ გადაწყვეტთ, დავიცავთ თუ არა კანონმორჩილ ამერიკელებს, თუ სადავეებს ანარქისტებსა და კრიმინალებს მივცემთ, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ემუქრებიან“, - აღნიშნა მან. აშშ-ის რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.