შიდა ქართლში კორონა ვირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Gori Daily

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა შიდა ქართლში, აქედან ერთი გორში, მაღაზია "ემბავუდი"-ს კონსულტანტს დაუდგინდა და როგორც ცნობილია, მაღაზიის სხვა თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. ამასთან, წყარო თუ საიდან დაინფიცირდა კონსულტანტი უცნობია და მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. მეორე შემთხვევა კი კასპს უკავშირდება, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაინფიცირებული თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაში ექთნად მუშაობს და სავარაუდოდ დაინფიცირება მისი თანამშრომლისგან მოხდა. #კორონავირუსი #შიდაქართლი goridaily