გამოძიება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებით

Headline

ორშაბათს, 18 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა გაიხსნება, რომელიც ე.წ. ონლაინ-ფორმატში გაიმართება. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე სახელმწიფო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ, კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ მიღებული სათანადო ზომების საკითხს დააყენებს დღისწესრიგში. ზემოხსენებული წინადადებით გამოსვლას ევროკავშირის ქვეყნები გეგმავენ, ხოლო დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია საკითხის მხარდაჭერას აპირებენ. ეს სახელმწიფოები მოითხოვენ მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებს - გაკეთდა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ COVID-19-თან დაკავშირებული პანდემია თავიდან არიდებულიყო, რამაც მსოფლიო მასშტაბით 4,5 მლნ. ადამიანის ინფიცირება და დაახლოებით 300 000-ის გარდაცვალება გამოიწვია. გარდა ამისა, ასამბლეაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მინიჭებული მანდატის შესაძლო გაფართოების საკითხიც განიხილება. მონაწილე ქვეყნები განიხილავენ წინადადებას, რომელიც ორგანიზაციას დაავადების გავრცელების ადგილებში მისი წარმომადგენელი ინსპექტორი გაგზავნის უფლებამოსილებას მიანიჭებს. აპრილში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთბრალდებების ეპიცენტრად იქცა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, WHO ოფიციალურ პეკინს, კორონავირუსული დაავადების გავრცელების მასშტაბების დაფარვაში დაეხმარა. დამატებით, ტრამპმა შეაჩერა აშშ-ის მონაწილეობა ორგანიზაციის დაფინანსებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უარყოფს ასეთ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ორგანიზაციას არ აქვს უფლებამოსილება აიძულოს კონკრეტული ქვეყანა/მთავრობა დაფაროს არსებული ინფორმაცია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თედროს ღებრეისუსი თვლის, რომ მას „პოლიტიკური თამაშებისთვის“ იყენებენ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #coronavirus #WHO #political #solution #investigation #headline