მდინარაძე ამტკიცებს, რომ ყანდიაშვილს ქართულ ოცნებასთან ოფიციალური კავშირი არ აქვს

On.ge

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ კოკა ყანდიაშვილს ქართულ ოცნებასთან ოფიციალური კავშირის არ აქვს. მისივე თქმით, ყანდიაშვილი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, თუმცა ქართულ ოცნებას მისთვის დავალება არ მიუცია. "ამ ადამიანს ოფიციალურად 2013 წლიდან ქართულ ოცნებასთან შეხება არ აქვს. ეს ყველამ იცის და უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და კიდევ უფრო მეტად ის ადამიანი ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას და ძალიან დიდი ხანია ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში. მას, როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვის და ვიცით, ჰქონდა ესპერსონას სააგენტო და ოპერირებდა მედიასივრცეში და მათ შორის ფეისბუქსივრცეში. #news #politics https://on.ge/story/55624-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1