რუსეთის ვიცე პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

Tbilisi Daily

რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის მოადგილე იური ტრუტნეევი, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში და არქტიკაშია პასუხისმგებელი, იზოლაციაშია, ვინაიდან მას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოადგილის პრესმდივანმა განაცხადა.“კორონავირუსული ინფექციის ტესტმა, რომელიც იური ტრუტნევს ჩაუტარდა, დადებითი შედეგი აჩვენა. პირველი ტესტის დადებითი შედეგის გამო, ფედერალური სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად, იური ტრუტნევმა უნდა დაიცვას თვითიზოლაციის რეჟიმი. იგი იმუშავებს დისტანციურად”,- თქვა პრესმდივანმა. ”განმეორებითი ანალიზების შედეგების საფუძველზე, მიიღება გადაწყვეტილება შორეულ აღმოსავლეთის ღონისძიებებზე მისი მონაწილეობის ფორმატის შესახებ”, – განაცხადა სპიკერმა.